31.05.08
There are no translations available.

2008 წლის 31 მაისს საფრანგეთში ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 90 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებები. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, იულონ გაგოშიძე,
 

ასოციაცია «ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ»-ის პრეზიდენტი, გიული ალასანია,  ამავე ასოციაციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, დარეჯან კუხიანიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, გრიგოლ კალანდაძე, ჰოლანდიის ქართული დიასპორის თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე. ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ ორასზე მეტი საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, სტუდენტი, ქართული დიასპორის წარმომადგენელი.

 

 
 

31 მაისს დილით პარიზის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში გადახდილ იქნა პარაკლისი საფრანგეთში ქართული ასოციაციის მონაწილეობით, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აერთიანებს. შემდგომ დელეგაცია გაემგზავრა ლევილში, სადაც ყვავილებით შეამკო პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა და სხვა ქართველთა საფლავები. ლევილის მამულის შესასვლელში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის იულონ გაგოშიძის, საფრანგეთში საქართველოს ელჩისა და ლევილის მერის, დანიელ ესპრინის, მიერ შედგა მემორიალური დაფის ინაუგურაცია. ღონისძიების დასასრულს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გაიმართა ლევილის მამულში სადილი დელეგაციის წევრების, მოწვეული სტუმრების და დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 
 
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner