| 04.09.08 |
|
There are no translations available. ფრანკოფონიის გენერალური მდივანი საქართველოში მშვიდობიან ინიციატივებს უჭერს მხარს პარიზი, 4 სექტემბერი, 2008 ფრანკოფონიის გენერალური მდივანი აბდუ დიუფი, გამოხატავს თავის ღრმა შეშფოთებას საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით და მკაცრად გმობს ამ კონფლიქტით გამოწვეულ ძალადობას და იარაღის გადამეტებულ გამოყენებას. ის…მწუხარებით აღნიშნავს, რომ კონფლიქტს შედეგად მოყვა მსხვერპლი და კონფლიქტმა დრამატული შედეგები გამოიღო, ლტოლვილი და გადაადგილებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მატერიალურ ფასეულობათა ნგრევა.
ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სენტ-ბონიფაცის დეკლარაციის ძირითად პრინციპებს, რომელიც ადასტურებს ფრანკოფონიის ერთგულებას “ დემოკრატიული ფასეულობებით გამსჭვალული აქტიური, ეფექტური მრავალმხრივი სისტემისადმი, პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი, სახელმწიფოების სუვერენიტეტისადმი და სახელწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობისადმი და მოუწოდებს სადავო საკითხების მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის, საერთაშირისო ურთიერთობებში მუქარისა და ძალის გამოყენებაზე უარის თქმისკენ, როგორც ამას საერთაშორისო სამართალის პრინციპები მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, ის მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირისა და ეუთო-ს ინიციატივების მხარდაჭერისკენ, რომლებიც მოუწოდებენ კონფლიქტის მოწესრიგებისაკენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფრანკოფონიის გენერალური მდივანი მოუწოდებს მხარეებს ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისკენ. ფრანგულენოვანი მოსახლეობის სახელით, ის გამოხატავს საქართველოს და მისი ხალხისადმი სოლიდარობას და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით გაადევნებს თვალს ადამიანის უფლებების დაცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების დაცვას რეგიონში, ბამაკოსა და სენტ-ბონიფაცის დეკლარაციების პრინციპების გათვალისწინებით.
|